დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
21:17 27.04.2017
თბილისის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის, ქურხულის, ფოსტის, გუთნის, თელავის, ზემო ვაკის, ჯაფარიძის, რჩეულიშვილის, ორთაჭალის დასახლების, კრწანისის, ასათიანის. ორთაჭალის და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას III და V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაონის, ბედიას, მარგიანის, მინდელის, შავგულიძის, ნუცუბიძის, პოლიტოვსკაიას (ნაწილობრივ) ანაპის ქუჩის, ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მუხიანის დასახლების, მუხიანის I და II მიკრორაიონების, გობრონიძის, ახმეტელის და შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ნავთლუღი-2 დასახლების IV და V ქუჩების, ვარკეთილი-3 III და IV კვარტლების, თრიალეთის, ლორთქიფანიძის და შუამთის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 16 საათამდე კი ელექტროენერგიას 26 მაისის, ტოვსტონოგოვის, კონსტიტუციის და წინამძღვრიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.

ბეჭდვა