ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა შპს „კეთილმოწყობის სამსახურთან“ ერთად
დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
დასუფთავდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანის აგარის მონაკვეთი. ნარჩენებისაგან გაიწმინდა 4 ჰა.მიწის ფართობი.
"ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა დიდ ყურადღებას აქცევს ნაგავსაყრელების მოწესრიგებას და სისტემატურად ახორციელებს აქციებს,საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბინძურებული ტერიტორიების დასასუფთავებლად. მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება"-განაცხადა გამგებელმა.
