„ლანგეითი“ სტუდენტური პროექტს „შექმენი შენი პორტფოლიოს“ ახორციელებს
„ლანგეითი“ სტუდენტური პროექტს „შექმენი შენი პორტფოლიოს“ ახორციელებს
16:49 25.06.2012
ამერიკულმა ცენტრმა „ლანგეითმა“ სტუდენტური პროექტის - „შექმენი შენი პორტფოლიოს“ განხორციელება დაიწყო.
ცენტრის ინფორმაციით, პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და „ლანგეითის“ დაკვეთით, სასწავლო ცენტრში ბიზნეს-კვლევის ჩატარება დაიწყეს.
სტუდენტებმა სპეციალური კითხვარები შეადგინეს, რომლებსაც 600-მდე, 17-25 წლამდე ასაკის ინტერვიუერს შეავსებინებენ.
„ლანგეითში“ განმარატვენ, რომ კვლევის მიზანი ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებულ პირთა მოთხოვნების დადგენაა, რაც ცენტრს სამომავლოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება, სტიდენტებს კი, სოციალური კვლევის ჩატარებაზე პრაქტიკულ გამოცდილებას მისცემს.

ბეჭდვა