დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის"
ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის I მიკრორაიონის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჭოველიძის, ზანდუკელის, თორაძის, კერესელიძის, მაყაშვილის, კოსტავას, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, ბოჭორიშვილის, კაჭარავას, კობერიძის, ქერჩის, ჩაჩავას, ჭიაურელის, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, ლუბლიანას, ბელიაშვილის ორთაჭალის, წინანაურის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის II დასახლების, თვალჭრელიძის, მუხრანის, პოლიტკოვსკაიას, მინდელის, ნუცუბიძის, მაისურაძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის, საჯაიას, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის და სამგორის ქუჩების მაცხოვრებლები.
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა თამარაშვილის ქუჩის, 11 საათიდან 14 საათამდე სოფელ დიღომის და სოფელ ზურგოვანის, 11 საათიდან 15 საათამდე ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 13 საათამდე შარტავას ქუჩის, 14 საათიდან 15 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სიხარულიძის და პეტრიწის ქუჩების, 12 საათიდან 14 საათამდე კი მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ცისკარიშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
