განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ETF-ს წარმომადგენელი, განათლების ექსპერტი ედუარდა კასტელ-ბრანკო ეწვია
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ETF-ს წარმომადგენელი, განათლების ექსპერტი ედუარდა კასტელ-ბრანკო ეწვია
14:18 26.04.2017
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს „ევროპის განათლების ფონდის“ (ETF) წარმომადგენელი, განათლების ექსპერტი ედუარდა კასტელ-ბრანკო ეწვია. ვიზიტის მიზანი, უცხოელ ექსპერტთან ერთად ცენტრის მიერ შემუშავებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის განხილვა და პროექტის დამტკიცების შემდეგ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოებთან თავსებადობისა და შესაბამისობის უზრუნველყოფაა.

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარების მიმართულებებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განიხილეს შესაბამისობის კრიტერიუმები და ეტაპები, რომლებიც ევროპის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან თავსებადობის დადგენის მიზნით უნდა დააკმაყოფილოს ეროვნულ დონეზე შემუშავებულმა ჩარჩომ. ასევე, ედუარდა კასტელ-ბრანკომ მიმოიხილა ეროვნული და ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოების შორის განსხვავების მთავარი პრინციპები, მათი შემუშავების, დანერგვისა და განვითარების მეთოდოლოგია.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმაღლესი და პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და დონორები.

ბეჭდვა