თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
11:43 26.04.2017
დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებსა და უბნებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის II მიკრორაიონის, რუსთაველის გამზირის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, ფანასკერტელ-ციციშვილის, 9 ძმის, ყირიმის, ბახტრიონის, ლიხაურის, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების, ჟვანიას, კრწანისის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჩიტაძის, სანაპიროს, შეშელიძის (ნაწილობრივ), წყალსადენის, ხევძმარის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის, უჩანეიშვილის, ჭყონდიდელის, ერისთავის, ნინუას, მესხის, კელაპტრიშვილის, ხუდადოვის და სტურუას ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა