"თბილსერვისჯგუფის" წარმომადგენლებმა გარევაჭრობის კონსტრუქციებისგან დაცლილი მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორია
სპეციალური ტექნიკის დახმარებით დაასუფთავეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მორეცხვითი სამუშაოები მგზავრთა ნაკადისა და მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილების გამო ღამის საათებში განხორციელდა.
უკანონა გარევაჭრობის კონსტრუქციები თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ადგილიდან ორი დღის წინ აიღეს.
