მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში მოიკლული საქართველოს მოქალაქის, 23 წლის ბექა ზარდიაშვილის ცხედარს სამშობლოში დაახლოებით ორ დღეში ჩამოასვენებენ.
ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკური უწყება და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად არის ჩართული აშშ–ს სამართალდამცავებთან კონტაქტში და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვის საკითხში.
„სამწუხაროა, რომ ასეთი ტრაგიკული ფაქტის გამო ხდება ჩვენი ძალისხმევის გამოყენება“ – განაცხადა ჯალაღანიამ.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში ბექა ზარდიაშვილს მისმა თანამშრომელმა ყელი გამოჭრა.
ქართული მხარის ცნობით, მოკლული ბალტიმორის მართლმადიდებელ ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდა, იგი აშშ-ი „მწვანე ბარათით“ ცხოვრობდა.
