დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით,
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთლის გამზირის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის, ასევე, 8 მარტის, ტარიელის, დოლიძის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, ნინოშვილის, ბორბალოს, რიწის, ცხემის, გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის, გურიის, ბოცვაძის, ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის, ზანდუკელის, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 16 საათამდე შეეზღუდება ელექტრომომარაგება აღმაშენებლის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, ვაზისუბნის, ბუდაპეშტის, ზემო ვეძისის, ჭოროხის და ბერიტაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კოჯრის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ჩარგლის, სანერგეს და სვანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას ხეთაგუროვის ქუჩის, 11:30 საათიდან 12:30 საათამდე კი გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლები.
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 14 საათიდან 15 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის, ფიფიას და ვორონინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
