თბილისში პირველი რეგიონალური ენერგო უსაფრთხოების კურსი ტარდება
თბილისში პირველი რეგიონალური ენერგო უსაფრთხოების კურსი ტარდება
13:03 24.04.2017
მიმდინარე წლის 24-28 აპრილს NATO-ს ენერგო-უსაფრთხოების ცენტრის, ამერიკის შეერთებული შტატების Naval Postgraduate School-ის და სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, თბილისში პირველი რეგიონალური ენერგო უსაფრთხოების კურსი ტარდება.
კურსი მიზნად ისახავს ამიერკავკასიის რეგიონში ენერგო-უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ენერგო უსაფრთხოების სფეროს განვითარებაში NATO-ს როლის განსაზღვრას. კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც კურსის მიმდინარეობისას მიღებულ გამოცდილებას საკუთარ უწყებებში გაავრცელებენ.
კერძოდ, პირველი რეგიონალური ენერგო უსაფრთხოების კურსის მონაწილეები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის, გარემოს დაცვის სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
რეგიონალური ენერგო უსაფრთხოების კურსი დაიწყო 24 აპრილს, 10:00 საათზე, NATO-ს სამეკავშირეო ოფისში.

ბეჭდვა