თბილისის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია "თელასის"
ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მარუხის გმირთა, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, რაზმაძის, არაყიშვილის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ბახტრიონის, ცინცაძის, ბეჟანიშვილის, ქართლის, ღოღობერიძის, დაისის, კნოლევის, ქსოვრელის, ილურიძის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, ლომთათიძის, იმერეთის, ტოროშელიძის, ქართველიშვილის, ცოტნე დადიანის, რეხის III ქუჩის, ხუდადოვის, მანჯგალაძის, დადიანის, ზაქრაძის, ლალიონის, მარუაშვილის, მესხის, კელაპტრიშვილის, სტურუას, ჩხიკვაძის, არგვეთის, ტყეშელაშვილის, ღუდუშაურის, ონიანის, ხაჩატურიანის, კალანდაძის, მებაღიშვილის, არველაძის, ნანეიშვილის, წალენჯიხის, მიქელაძის, ტოლენჯის, აფანასიევის, შერვაშიძის, დურმიშიძის და ამირეჯიბის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11:30 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მუხიანის IVბ მიკრორაიონის, სოფელ გლდანის და ხანძთელის ქუჩის, 11:30 საათიდან 14 საათამდე კი მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა მიჩურინის, ართვინის, კაპანაძის, ფარვანის, მამარდაშვილის, გორგასალის, მელქაძის, ვეზიროვის, ბერძნის, გრიშაშვილის, ეფრემ მცირეს, ოფრეთის, ბარათაშვილის, სულხანიშვილის, ნადიკვარის, კალანდაძის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 13 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
