საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს ჩაისა და თაფლის ტრადიციულ
საერთაშორისო ფესტივალს გახსნის.
ღონისძიება სახელწოდებით „თბილისის ჩაის ფესტივალი“ მთაწმინდის პარკში 14:00-დან 18:00-საათამდე ჩატარდება.
ფესტივალის ინიციატორები არიან: მთაწმინდის პარკი და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია. ღონისძიების მხარდამჭერია სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
