„ჰაკათონის“ გამარჯვებული გუნდები დღეს გამოვლინდება
„ჰაკათონის“ გამარჯვებული გუნდები დღეს გამოვლინდება
10:33 23.04.2017
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კონკურსის „ჰაკათონი“ ფინალისტ 9 პროფესიული სასწავლებლის 14 გუნდიდან გამარჯვებული გუნდები დღეს გამოვლინდება.

მათ ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები დააჯილდოებენ. ჰაკათონი წელს პირველად გაიმართა, სადაც პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მოეხდინათ თავიანთი ინოვაციური იდეების გენერირება, შეექმნათ იდეის პროტოტიპი და წარედგინათ ფართო საზოგადოებისთვის.

ღონისძიება ტექნოლოგიურ პარკში 13 საათზე დაიწყება.


ბეჭდვა