მიმდინარე წლის 22 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, ახალციხე-ბათუმის
220კვ ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მერისი, ოქტომბერი, ცხემნა, არსენაული, კორომხეთი, ძენწმანი, დვეთი, ორცვა, სულ2970 აბონენტს.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.
