სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში მაღალი რისკის სურსათს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში მაღალი რისკის სურსათს ამოწმებს
09:29 22.04.2017
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა ხორცისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგი განახორციელეს და ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები მაღალი რისკის სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობების შესახებ.
„საკურორტო სეზონის მოახლოებასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად აქტუალური ხდება მაღალი რისკის სურსათის - ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის პირობების დაცვა. მნიშვნელოვანია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა. სურსათის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად ატარებს საინფორმაციო კამპანიას და მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს არორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის სურსათის შეძენისაგან“ - აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში.
ბიზნესოპერატორებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები ხორცის და ყველის შენახვის და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით, რომელიც მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

ბეჭდვა