საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ახალი,
მშენებარე ავტობაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 2000 ძირიალვის ხე დაირგო. ხე-მცენარეების სიმაღლე, რომლითაც ქარსაცავი ზოლი მოეწყო, 2მეტრია.
ხეები დედაქალაქის მერიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „ჯიღაურას“ სადემონსტრაციო ბაზიდან გადაეცა.
გამწვანებისღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სოფლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან, მერიის ეკოლოგიის, გამწვანებისა და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ავტობაზის თანამშრომლებისათვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ხეები თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ქალაქის შემოგარენში დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.
