ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთის მმშენებლობაზე ძირითადი
სამუშაოები დასრულდა. დარჩნილია მხოლოდ სატრანსპორტო კვანძზე მიმდინარე დამატებითი სამუშაოები, რომელთა განხორციელებაც მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელების და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.
შესრულებულ სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნო.
ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში სრულად შევა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა.
სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.
