თბილისის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს, ხვალ ელქტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დიღმის სასწავლო მეურნეობის, ბათუმის ჩიხის და ბათუმის ქუჩის, რუსთაველის გამზირის, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, ჟვანიას, ლესია უკრაინკას, ჩიტაძის და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დაბა წყნეთის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზაქარია ჯორჯაძის, შალვა ნუცუბიძის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლები.
11 საათიდან 17 საათამდე კი შეზღუდვა მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 IIIა და III მიკრორაიონების, თარხნიშვილის, ბარნოვის, ერისთავი-ხოშტარიას, ყაზბეგის, ზანდუკელის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, კერესელიძის, მაყაშვილის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის შესახვევის და აწყურის ქუჩის, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ქავთარაძის (ნაწილობრივ), მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლები.
12 საათიდან 14 საათამდე კი შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას გამზირის და ქავთარაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.
