პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს პროფესიული დღე მიულოცა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებს დღეისთვის 18 ათასამდე ქართველი მეზღვაური სერავს და ისინი საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ეს მძიმე, საპასუხისმგებლო და ხიფათით აღსავსე, თუმცა, ამავე დროს, ძალიან ამაღლებული, რომანტიკული და საინტერესო პროფესიაა“-განაცხადა სააკაშვილმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, საქართველოში მეზღვაურობის დიდი ტრადიციაა.
„ჩვენ ყოველთვის გვყვავდა კარგი კაპიტნები“-განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშა, რომ ამ პროფესიის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკისა და ბათუმის აღორძინებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.
პრეზიდენტმა ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე და წარმატებული მეზღვაურები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
