თსუ-ში დღეს აქცია "არა ბარბარიზმს" გაიმართება
თსუ-ში დღეს აქცია "არა ბარბარიზმს" გაიმართება
09:53 19.04.2017
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს მოძრაობის -„არა ბარბარიზმებს“ აქცია გაიმართება.
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის პირველად დაჯილდოვდება გამორჩეული ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, უცხოელი ქართველოლოგი და საქართველოში მოღვაწე დიპლომატი.
გამარჯვებულებს უნივერსიტეტის პროფესორებისგან და საზოგადო მოღვაწეებისგან შექმნილი სპეციალური კომისია გამოავლენს.
ღონისძიება 13.00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა