შემოსავლების სამსახურში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
შემოსავლების სამსახურში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
18:00 13.04.2017
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სიცოცლის გადასარჩენად, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ,,გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე” მოძრაობის ფარგლებში, უანგარო დონაცია მ. იაშვილის სახელობის კლინიკის პაციენტთა, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გაიმართა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სისხლის უანგარო დონაციის აქციებში სისტემატურად მონაწილეობს.

ბეჭდვა