გაზაფხულის ქუჩაზე კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
გაზაფხულის ქუჩაზე კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
17:42 13.04.2017
საბურთალოს რაიონში გაზაფხულის ქუჩის და ეზოების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარი და ახალი ბორდიურები მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა და გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

ბეჭდვა