„ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია-“უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების განახლებული მიდგომები“ გაიმართა
„ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია-“უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების განახლებული მიდგომები“ გაიმართა
17:21 13.04.2017
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების განახლებული მიდგომები“, რომელშიც მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტები. კონფერენციისთვის ცენტრმა სპეციალურად მოიწვია ავსტრიის ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის სააგენტოს დირექტორი აჰიმ ჰოპბახი.

კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები, შეფასების მიდგომები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხედვა განახლებულ მექანიზმებთან და გარდამავალ ეტაპთან დაკავშირებით.
ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ მიმოიხილა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები, ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის ფორმირების საკითხი, რომელშიც პირველად ჩაერთვებიანსტუდენტები და დამსაქმებლები. ასევე აღინიშნა, რომ პირველ ეტაპზე შერჩეული ექსპერტებისთვის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი (TOT), რომელსაც უძღვებოდა ავსტრიის ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის სააგენტოს დირექტორი აჰიმ ჰოპბახი.

"ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები ხელს შეუწყობენ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებას, შედეგების შეფასებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას, საერთაშორისო დონეზე საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებასა დასა ნდოობას, აგრეთვე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანებას ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში"-აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.


ბეჭდვა