14 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
14 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
17:05 13.04.2017
მიმდინარე წლის 14 აპრილს, 04:00 საათიდან 04:30 საათამდე ინტერვალში, 5-10 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქ. თბილისის მთაწმინდის, ბაგების, ვაკის, საბურთალოს რაიონების, ქ. გარდაბნის მოსახლეობის ნაწილს, ასევე, ქალაქრუსთავის და მისი მიმდებარე სოფლების აბონენტებს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, გადართვები ხორციელდება ჩიხური სქემით გარდაბნის ქვესადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.

ბეჭდვა