ხანძრით დაზარალებულები 3-ათას ლარიანი კომპენსაციის მიღებას ხვალიდან შეძლებენ
ხანძრით დაზარალებულები 3-ათას ლარიანი კომპენსაციის მიღებას ხვალიდან შეძლებენ
19:01 12.04.2017
თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყარო“-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის „თიბისიბანკი“-ში (მერიის მომსახურე ბანკის) ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 1 035 000 ლარი გადაირიცხება.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზარალებული მეწარმეები თანხის აღებას 13 აპრილს, 15:00 საათიდან „თი ბი სი ბანკი“-ს სამფილიალში შეძლებენ: ცენტრალურ ფილიალში-ჭავჭავაძისN11, მარჯანიშვილის ფილიალში - მარჯანიშვილისN 7და დიდუბის ფილიალში -წერეთლისN 117-ში.

„ბავშვთა სამყაროს“ მეწარმეები შესაბამისი განაცხადის გაფორმებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ 3 000 ლარს, ერთჯერადი დახმარების სახით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებენ.

თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარება საერთო ჯამში 345 დაზარალებულს გაეწევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება 11 აპრილის საკრებულოს სხდომაზე შევიდა.

ბეჭდვა