ყაზბეგის რაიონში, დღეს, სნოს ხეობის სოფლების სნოს, ახალციხის და კარკუჩას მცხოვრებლები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც "ნიუსპრესს" აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, მოხევეები ითხოვენ, ხელისუფლებამ სნოს ხეობის დასახლებულ პუნქტებს აარიდოს 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის მშენებლობის დაწყებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
აქციის მონაწილეები ადგილზე იბარებენ მუნიციპალიტეტის გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს, მაჟორიტარ დეპუტატს და რეგიონის გუბერნატორს.
აქცია სოფელ ახალციხეში 14:00 საათზე დაიწყება.
