თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
10:57 12.04.2017
დედაქალაქის გარკვეულ ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა დაბა კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის და სამადლოს მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე კი სოფელ წავკისის მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრიწის, ბოცვაძის, კოსტავას და თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ჯანელიძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, მანჯგალაძის, მეჯვრისხევის, გულრიფშის, საჭილაოს, გომბორის, სუმბათაშვილ-იუჟინის, თამარაშვილის, ლიკანის, კამალოვის, კურნატოვის, პოლიტკოვსკაიას, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ბარაკონის, ხუდადოვის, რეხის, ჯორჯაძის, დურმიშიძის და უნივერსიტეტის ქუჩების, ასევე სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ხარაბაძის, ანტიმოზ ივერიელის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა მიდტის, საირმის, გოძიაშვილის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:30 საათიდან 18 საათამდე კი გლდანის მასივის III მიკრორაიონის და სარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.


ბეჭდვა