დღეს ლტოლვილთა ყოველწლიური რეგიტრაცია დაიწყება
დღეს ლტოლვილთა ყოველწლიური რეგიტრაცია დაიწყება
08:59 25.06.2012
„ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის  ბრძანების შესაბამისად დღეიდან საქართველოში რეგისტრირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ლტოლვილთა ყოველწლიური, სავალდებულო რეგისტრაცია იწყება.
სუბელიანის უწყების ინფორმაციით, “Prima facie”-ს პრინციპით ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებმა რეგისტრაცია 2012 წლის 25 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მდებარე სამინისტროს დროებითი წარმომადგენლობის შენობაში უნდა გაიარონ. ხოლო “Prima facie”-ს პრინციპითა და ინდივიდუალურად მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები 2012 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობაში უნდა დარეგისტრირდნენ.

ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრაციას ზემოაღნიშნულ ვადებში და მისამართებზე საპატიო მიზეზით ვერ გაივლიან, ვალდებულები არიან 1-დან 31 აგვისტოს ჩათვლით სამინისტროს შენობაში მივიდნენ.

ბეჭდვა