ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ხვალ საგრანტო კონკურსის II რაუნდის გამარჯვებულებს გამოავლენს
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ხვალ საგრანტო კონკურსის II რაუნდის გამარჯვებულებს გამოავლენს
19:14 11.04.2017
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ხვალ, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის გამარჯვებულებს გამოავლენს.

პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმებიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატიმა სუმარი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი.

ღონისძიება სასტუმრო თბილისი რუმსში 11:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა