სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს 10 საათიდან 17 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ცაიშის, ქვალონის, ასხინის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
დღესვე, დროის ამავე მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრის, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დასახლების, დიდი დიღმის კერძო სექტორის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებსაც შეუწყდებათ.
როგორც „ნისუპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10 საათიდან 16 საათამდე არ ექნება ალექსანდრე ყაზბეგის გამზირს და ძოწენიძის ქუჩას.
