აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად გაემგზავრნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთის ქალაქ რიზეში მოხდა, რის შედეგად დაშავდა მაღალმთიანი აჭარის 6 მკვიდრი. სამწუხაროდ, ერთი მათგანი გარდაიცვალა.
დაშავებულები მკურნალობას რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან. ორ მათგანს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
მინისტრი და მუნიციპალიტეტის გამგებელი თურქეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის დავალებით გაემგზავრნენ, ისინი ადგილზე გაეცნობიან დაზარალებულთა მდგომარეობას და საჭიროებებს.
