რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა ქალბატონის ცხედარი იპოვეს. ჯერჯერობით მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, გამოძიება
თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
რუსთავის სამაშველო სამსახურში თვითმკვლელობის შესახებ შეტყობინება გუშინ შევიდა. მაშველები მას შემდეგ საძიებო სამუშაოებს ახორციელებდნენ.
45 წლის ირინა კუზნეცოვას ცხედარი უკვე რუსთავის რაიონულ პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც ექსპერტიზა ჩატარდება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
