დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
10:23 10.04.2017
დედაქალაქის ცალკეულ უბნებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა პეკინის გამზირის, ქიაჩელის, ახვლედიანის, ნიკოლაძის, ვაშლოვანის, კოსტავას, შავთელის, ჩახრუხაძის, ავლევის, ნიშნიანიძის, აფხაზეთის, სამურზაყანოს, აგარის, ალვანის, ლომოურის, ცუცქირიძის, სამოქალაქოს, კარდანახის, აბდუშელიშვილის, 9 ძმის, წყალტუბოს, ზაურ ბოლქვაძის და გაგარინის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება, 10 საათიდან 14 საათამდე კი ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, სანაპიროს, ვახტანგ ბოჭორიშვილის და ოჟიოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:30 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მუხიანის I, II მიკრორაიონების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გურამიშვილის გამზირის, დიდუბის დასახლების, ერწოს, ქვიშხეთის, მოლითის (ნაწილობრივ) და თორნიკე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლები.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს, 14 საათიდან 15 საათამდე კი ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა