საქართველოს კათოლიკოს-პატრირქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე განმარტავს, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა იფიქროს საკუთარ
მდგომარეობასა და პასუხისმგებლობაზე ღვთისა და ერის წინაშე.
როგორც პატრიარქმა დღეს ქადაგებაზე აღნიშნა, გარდა ამისა, ადამიანები საკუთარ მოვალეობაზეც უნდა დაფიქირდნენ.
„უფალი ბრძანებს - „და აღგვამაღლოს რჩეული ერისაგან ჩვენისა“, ესეიგი, ერი უნდა იყოს რჩეული და იმ რჩეულთაგან უფალი აღამაღლებს პიროვნებას. არაერთხელ მისაუბრია ისეთ დიდ პიროვნებაზე, როგორიც იყო ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი. მისი სიტყვებია - „თქვენ არ იფიქროთ იმაზე, რას მოგიტანთ სამშობლო, არამედ იფიქრეთ, თქვენ რას მოუტანთ თქვენს ქვეყანას“ - ბრძანა უწმინდესმა.
როგორც მან აღნიშნა, ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი ბერდება და თავის გზა და ადგილი მაინც ვერ უპოვნია.
„უნდა ვთხოვოთ უფალს „მაუწყე მე, უფალო, გზა, მიჩვენე გზა, რომელსაცა ვიდოდე. იმედით ვუყურებთ მომავალს და იმედი გვაქვს, რომ უფალი მუდამ შეასრულებს იმას, რასაც ერი გულით შესთხოვს“-აღნიშნა ილია მეორემ.
დღესვე, პატრიარქმა ანსამბლი „ერთსულოვნება“ დალოცა და კონკურსის „ლორე-ტაშირის ძეგლების“ გამარჯვებულებს სიგელები გადასცა. უწმინდესმა 18 წლის მანძილზე ეკლესიის ერთგული სამსახურისთვის დეკანოზი სვიმონ მძინარაშვილი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
