დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ფონიჭალის დასახლების,ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელ ჭალის, სოფელ ფონიჭალის, სვანების დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ქვემო მელითონეთა დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ჟორდანიას, ღოღობერიძის, სადგურის, ვაგზლის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, გრიშაშვილის, დეკაბრისტების, საბანაძის, ბექა-ოპიზარის, წალკის ჭოველიძის, გუნიას და ქუმსიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელ გლდანის და გლდანის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას პეკინის გამზირის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, გამრეკელის, ქავთარაძის, იყალთოს და ბახტრიონის ქუჩების, ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მაცხოვრებლები.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.
10:30 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ლოტკინის სანერგე მეურნეობის და ხეხილ-სანერგე მეურნეობის მაცხოვრებლებს შეუწყდება.
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა კახიანის, ნოსტეს, მუშათა, კელაპტრიშვილის, მესხის, ურიდიას, ძმობის და უიარაღოს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10:30 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტრომომარაგებას დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), მნათობის, ჩეჩელაშვილის და დავითაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.
დიდუბის რაიონში კი, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთლის გამზირის მაცხოვრებლებს შეეხება.
