წყნეთში მრავალბინიანი სახლის გამაგრება მიმდინარეობს
 წყნეთში მრავალბინიანი სახლის გამაგრება მიმდინარეობს
20:27 04.04.2017
ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას განაგრძობს.

ამ დროისთვის წყნეთში, მაია წყნეთელის #21-ში მდებარე ორსართულიანი, მრავალბინიანი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, სახლის საძირკვლის, კედლების და დაზიანებული კარ-ფანჯრების გამაგრება მოხდება. პროექტის ღირებულება 32 622 ლარია. სამუშაოები აპრილის ბოლომდე დასრულდება.

თანადაფინანსებული პროექტები - ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობების ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრების შემთხვევაში, როდესაც სამუშაოების ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს შემდეგი პროცენტული მაჩვენებლებით ფინანსდება: გამგეობა - 90%, ამხანაგობა - 10%

ნებისმიერი პროექტის დაფინანსების მისაღებად ამხანაგობის თავმჯდომარემ თვის 1-დან 10 რიცხვის ჩათვლით განცხადება გამგეობაში უნდა შემოიტანოს.
განაცხადთან ერთად თავმჯდომარემ უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
 ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხელმოწერები;
 ამხანაგობის მიერ შერჩეული მეწარმე სუბიექტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა;
 დეფექტური აქტი;
 დისკი (სადაც ჩაწერილია ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი);
 მეწარმე სუბიექტის ბრუნვა, არანაკლებ 20 ათასი ლარისა;
 ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (თუ დღგ-ს გადამხდელია)
 ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი

ბეჭდვა