დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მუხიანის „ა“ და „ბ“ მიკრორაიონების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე მუხიანის აგარაკების მაცხოვრებლებს შეეხება:.
10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას კოჯრის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მუსხელიშვილის, ხოშარაულის, მარუაშვილის, ზაზიშვილის, დუნდუას, ამაღლების, ნიშნიანიძის, ასათიანის, საიდის, ბოტანიკის, აბანოს, სამღებროს, ჟორდანიას, საბურთალოს, ცინცაძის, ბახტრიონის, კოსტავას, ბაგრატიონის, მიცკევიჩის, შარტავას, ხვიჩიას და ლომინაძის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 16 საათამდე კი გორგასლის, კალანდაძის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლები.
10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება პოლიტოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე კი საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდება.
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ბუჩაიძის, გუდამაყრის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე ვარკეთილი-3 VI კვარტლის მაცხოვრებლების ელექტრომომარაგება შეიზღუდება.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა წმინდა ბარბარეს უბნის, გარდაბნის გზატკეცილის და წმინდა ბარბარეს ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მელიქიშვილის, ყაზბეგის (ნაწილობრივ), ზანდუკელის, ბაქრაძის, მაჭავარიანის და მილორავას ქუჩების მაცხოვრებლები.
