საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ალექსანდრე ჯეჯელავა და ქალაქ თბილისი მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი პროფესიული განათლების ფესტივალს გახსნიან. ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სისტემაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები. ღონისძიებაზე განხორციელდება ცალკეული აქტივობები - პროფესიულ სტუდენტთა თემატური კონკურსები, ბარმენების შოუ, ინოვაციური 3D პრინტერის დახმარებით ციფრული გამოსახულებების მოდელირება და ასევე, პროფორიენტაციული ხასიათის, პროფესიათა მოსინჯვის აქტივობები ფესტივალის ვიზიტორთათვის.
ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯია“-ში 11 საათზე გაიმართება.
