ესტონეთში საქართველოს საელჩოში საქართველოს რეგიონულ მაუწყებლებთან შეხვედრა გაიმართა
ესტონეთში საქართველოს საელჩოში საქართველოს რეგიონულ მაუწყებლებთან შეხვედრა გაიმართა
01:08 04.04.2017
ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ტალინში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა დელეგაციის წევრებთან.

საქართველოს ელჩმა ჟუნრალისტებს გააცნო საქართველოს საელჩოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ვრცლად მიმოიხილა საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, განსაკუთრებით აღინიშნა ესტონეთის ევროინტეგრაციის პროცესის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ესტონეთში ქართველ ჟურნალისტთა სამუშაო ვიზიტის მიზნებზე, მიღებულ გამოცდილებასა და ესტონელ კოლეგებთან შემდგომი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს რეგიონული მაუწყებლების ჟურნალისტები ესტონეთს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრისა“ და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების თანამშრომლობის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ეწვივნენ. პროექტის - „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა უნარ-ჩვევების განვითარება“ ფარგლებში ქართველი ჟურნალისტების ვიზიტი უკვე მეოთხედ ხორციელდება. მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ესტონეთის რეგიონებსაც ეწვევიან.

ბეჭდვა