თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:41 03.04.2017
დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაცით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელ დიღომის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით კი 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა მუხიანის დასახლების, მუხიანის I, II მიკრორაიონების, გობრონიძის და შენგელიას ქუჩების, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის ქუჩების, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, ხონის, სალხინოს, სენაკის, თეკლეთის, აბაშის, ტაიშის, ლანჩხუთის, გივიშვილის, ჭალადიდის, ასხინის და ლებარდოს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11:30 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას კაკაბეთის, მესხეთის, ყვარელის, წალენჯიხის და ტოლენჯის ქუჩებისა და გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლები.
შეზღუდვა 10 საათიდან 17 საათამდე ასევე შეეხება წმინდა ბარბარეს უბნის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, იუმაშევის და წმინდა ბარბარეს (ნაწილობრივ) ქუჩების, 11 საათიდან 17 საათამდე კი ლილოს დასახლების II და V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების, ტყემალაძის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა