საბურთალოს რაიონში სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
19:16 31.03.2017
საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სახურავებისა და ნაპრალების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად რეაბილიტაცია 28 ბრტყელ და 8 ქანობიან სახურავს უტარდება.
გარდა ამისა, საბურთალოს რაიონში, კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია სულ 24 ობიექტს ჩაუტარდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე დღეს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე გაეცნო.

ბეჭდვა