თბილისის ზოგიერთ უბანს და ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა კანდელაკის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის და ფანჯიკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 16 საათამდე ზემო ვეძისის დასახლების, დელისის, ნუცუბიძის, მეგრელიძის და ვახტანგ ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე იოსებიძის, კალანდაძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელ დიღმის, ჭიაურელის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლები.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ფერმწერთა და ვარაზის ქუჩების მაცხოვრებლებს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით კი 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ქობულეთის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
13:20 საათიდან 14 საათამდე შეეზღუდება ენერგომომარაგება ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
14:30 საათიდან 15:30 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას რჩეულიშვილის, ზემო ვაკის, შატბერაშვილის, ჯაფარიძის და კეკელიძის ქუჩების მაცხოვრებლები.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
სამგორის რაიონში კი, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე სამშენებლო დასახლების და ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ფონიჭალის დასახლების, ლომინაძის და ჟორდანიას ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე საადის, ბოტანიკის, აბანოს, გორგასლის, ნიშნიანიძის, ირგვლივის, ბეთლემის, გომის, ჯვარედინის, ასკანის და თუმანიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
