სინოპტიკოსები დღეს წვიმიან ამინდს ვარაუდობენ
სინოპტიკოსები დღეს წვიმიან ამინდს ვარაუდობენ
10:04 24.06.2012
სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოში დღეს იწვიმებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს,  როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.

ღამით წვიმაა ნავარაუდევი დედაქალაქშიც, დღისით კი - უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

უახლოესი სამი დღის განმავლობაში ტემპერატურის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

ასევე, წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ივნისის ბოლოსთვის. სინოპტიკოსების ცნობით, ამ დროისთვის ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.


ბეჭდვა