ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 31 მარტს, 18:00 საათზე
დასრულდება
გამოცდებისათვის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე www.naec.gov. ge და online.naec.ge მიმდინარეობს. 30 მარტის მონაცემებით რეგისტრირებულია:
• 37 300 -ზე მეტი აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;
• 2 200 -ზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისათვის.
რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი.
ასევე, 20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. აგრეთვე, შესაძლებელი იქნება გამოცდის ენის შეცვლაც. საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.
რეგისტრაციის პროცესის მხარდასაჭერად ინტენსიურად მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი - 2 47 33 33. ინფორმაციის მიღება ონლაინ დახმარების სერვისითაც არის შესაძლებელი.
