ამაღლების ქუჩაზე გზის სამუშაოები აპრილის დასაწყისში დასრულდება
ამაღლების ქუჩაზე გზის სამუშაოები აპრილის დასაწყისში დასრულდება
13:06 30.03.2017
ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის დასაწყისში დასრულდება . მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლისა და ტროტუარების მოწყობის შემდეგ, კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, 9 000 მ2-ზე იგება ასფალტის საფარი.
მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელება 4 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

ბეჭდვა