დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და მიკრორაიონებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შუალედში 2 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა წყნეთის გზატკეცილის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, ანა პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 14:30 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლები.
სამგორის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილის III მასივის III და IV კვარტლების, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის და ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 14 საათამდე პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე ენერგომომარაგება გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეუწყდება, 11 საათიდან 16 საათამდე კი შეზღუდვა აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სპირიდონ კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდება ელექტროენერგია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე კი ორთაჭალის I, II, III შესახვევების, გორგასლის, წინანაურის, მელქაძის და ბეჟან კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
