სინოპტიკოსები ხვალ წვიმიან ამინდს ვარაუდობენ
სინოპტიკოსები ხვალ წვიმიან ამინდს ვარაუდობენ
18:34 23.06.2012
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ხვალ იწვიმებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.
ღამით წვიმაა ნავარაუდევი დედაქალაქშიც, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
უახლოესი სამი დღის განმავლობაში ტემპერატურის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
ასევე წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ივნისის ბოლოსთვის. სინოპტიკოსების ცნობით, ამ დროისთვის ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.


ბეჭდვა