გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები 40-მდე ახალგაზრდა თბილისში სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრ „ჯინო
ფერედაისში“ იმყოფებოდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში მათ საშუალება ჰქონდათ დაესვენათ და გართობილიყვნენ თანატოლებთან ერთად. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიერ შემუშავებული პროგრამის „ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
„პროექტში ჩართულები არიან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები და აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტებში იღებენ მონაწილეობას. ბავშვებისთვის ეს პროექტი ძალიან მისაღები და სასურველი აღმოჩნდა, ჩვენ 100-მდე ბავშვიგასულ წელსაც ჩამოვიყვანეთ „ჯინოში“. იმედი მაქვს, რომ წელსაც სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ ახალგაზრდებს ეს დღე“ - აცხადებს ახალგაზრდული განყოფილების უფროსი დიმიტრი გოგიაშვილი.
პროექტს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ა(ა)იპ „ქალთა ერთობა მშვიდობისათვის“ ერთად ახორციელებს. პირველ ეტაპზე „ჯინო ფერედაისში“ 40 ბავშვი გაემგზავრა, მომავალ კვირას დაგეგმილია კიდევ 50 ახალგაზრდის გამგზავრება.
