"დელტა“ კახეთში საინფორმაციო კამპანიას ატარებს
"დელტა“ კახეთში საინფორმაციო კამპანიას ატარებს
13:09 28.03.2017
სსიპ სსსტც „დელტას“ მიერ კახეთში დამონტაჟებული სეტყვის საწინაღმდეგო სისტემის მაქსიმალურად უსაფრთხო მუშაობის მიზნით კახეთში საინფორმაციო კამპანია გრძელდება. ამჯერად "დელტა"-ს თანამშრომლები ახმეტის რაიონში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და აცნობენ საჭირო ინფორმაციას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის პერიოდში აუცილებლად დასაცავი უსაფრთხოების ზომების შესახებ. სკოლებში და ბაღებში, პედაგოგების საყურადღებოდ საინფორმაციო ფლაერები რიგდება.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მასალებს გადასცემენ ბაზარში მოვაჭრე გლეხებსა და ფერმერებს. ახმეტაში და კახეთის სხვა რაიონებში ფლაერებს ავრცელებენ პრესის სადისტრიბუციო ჯიხურებში - ყველა გაყიდულ გაზეთს მოვაჭრე თან ურთავს "დელტა"-ს ფლაერს. მიმდინარე კვირაში აღნიშნული საინფორმაციო კამპანია ახმეტის, თელავის, გურჯაანის და ლაგოდეხის რაიონებში ჩატარდება.

ბეჭდვა