„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების
პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, საჯარო სკოლის დირექტორებს სკოლის მართვის გაუმჯობესების - „ლიდერობის აკადემია 1-ის“ დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატებს გადასცემს.
ღონისძიება დღეს 12:00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე დაესწრება.
„ლიდერობის აკადემია 1“ 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პროექტის ფარგლებში შემუშავებული გრძელვადიანი კურსის ფარგლებში გაიარა.
